სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია: ენობრივი განვითარების დარღვევის (ეგდ/DLD) ამოცნობისა და მხარდაჭერის აქტუალური საკითხები
სექტ 08, 2026 / სამეცნიერო / 66  

სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია: ენობრივი განვითარების დარღვევის (ეგდ/DLD) ამოცნობისა და მხარდაჭერის აქტუალური საკითხები

გიწვევთ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე: ენობრივი განვითარების დარღვევის (ეგდ/DLD) ამოცნობისა და მხარდაჭერის აქტუალური საკითხები

ენობრივი განვითარების დარღვევა (ეგდ/DLD) არის ნეიროგანვითარებითი მდგომარეობა, რომელიც იწვევს ენის დასწავლის, გაგებისა და გამოყენების მნიშვნელოვან სირთულეებს. კვლევების თანახმად, ეგდ ყოველი 14 ადამიანიდან ერთს აქვს. მიუხედავად ფართო გავრცელებისა, მის შესახებ ცნობადობა საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებში ჯერ კიდევ დაბალია.

კონფერენციაზე განხილული იქნება:

• რა არის ენობრივი განვითარების დარღვევა (ეგდ/DLD);

• ეგდ-ს/DLD-ს ამოცნობისა და მხარდაჭერის ფასილიტატორები და ბარიერები საქართველოში;

• ეგდ-ს/DLD-ს კლინიკური ნიშნები.

გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ავსტრალიური, ქართული და ნორვეგიული პროექტის ფარგლებში შექმნილი გზამკვლევი, რომელიც ეგდ-ის იდენტიფიცირებისა და მხარდაჭერის პროცესს ეხება. ასევე, ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორების შესაფასებელი ჩექლისტები: PRISM-DLD (Pragmatic Checklist for Identifying Minimum Conditions to Support Children at Risk of DLD in Speech and Language Therapy Practice) და DLD-CAT (DLD Context Assessment Tool).

კონფერენცია განკუთვნილია ენისა და მეტყველების თერაპევტებისთვის, აკადემიური და ქცევის თერაპევტებისთვის, მასწავლებლებისთვის, პედიატრებისთვის, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრებისთვის, ბავშვთა ნევროლოგებისთვის, მშობლებისთვის, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

კონფერენციას გაუძღვებიან:

თამარ კალანდაძე - ნორვეგიის ოსტფოლდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სპეციალური განათლების, განვითარების მეცნიერებისა და ნეიროგანვითარებითი მდგომარეობების მიმართულების სრული პროფესორი, ღია და მეტა-მეცნიერების სპეციალისტი, ჟურნალის Infant and Child Development და PCI Registered Reports-ის თანარედაქტორი.

და გუნდის წევრები:

მაია გაბუნია - ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი;

თამარ ჩოჩიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრი

მარიამ მებურიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრი;

სალომე ჭყონია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრი;

თინათინ ავსაჯანიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრი; ფსიქოლოგიის დოქტორანტი.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ვორკშოპი ეგდ-ის შეფასებისა და ჩარევის მიდგომების შესახებ.

ვორკშოპზე განხილული იქნება: ენობრივი ნიმუშების შეგროვებისა და ანალიზის საკითხები; ეგდ-ის კლინიკური ნიშნები ქართულენოვან ბავშვებში; ჩარევის თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები.

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 3 ოქტომბერი 09:30 - 18:00

ადგილი: სულხან-საბას უნივერსიტეტი, კალისტრატე ქუთათელაძის ქ. 3

დასწრების საფასური - 90 ლარი

საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაციის წევრებისთვის - 50 ლარი

საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის (სემთა) წევრებისთვის - 70 ლარი

ადრეული რეგისტრაცია (15 სექტემბრამდე) – 70 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 სექტემბერი

რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ბმული: https://forms.gle/TDQujMN3AFmqKRYy6

კონფერენციის მომხსენებლებისა და დღის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

სამუშაო ენა: ქართული

კონფერენცია ტარდება საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაციისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ორგანიზებით.

კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: info.gacd@gmail.com

https://drive.google.com/…/1ATjUWIJOjvpGS6RY…/view…

პოპულარული ჩანაწერები