ზოგადი ინფორმაცია

ზოგადი ინფორმაცია

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია 

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები

თბილისი, 30 აპრილი - 3 მაისი

შემოგვიერთდით სწავლის, ინსპირაციის და პროფესიული კავშირების შესაძლებლობის 3 დღეს. კონფერენციის გუნდი გიმზადებთ თქვენთვის საინტერესო პროგრამას.

რატომ უნდა დაესწროთ?

  • მრავალფეროვანი პროგრამა
  • კონგრესი მოიცავს სხვადასხვა სესიებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე
  • დარგის ექსპერტების მონაწილეობა
  • კონგრესში მონაწილეობენ გამორჩეული და მაღალი რანგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
  • სწავლისა და კოლაბორაციის შესაძლებლობა
  • კონგრესი აერთიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სხვადასხვა დისციპლინის მეცნიერებსა და კლინიცისტებს და იძლევა სწავლისა და პროფესიული კავშირების დამყარების საუკეთესო საშუალებას

 

ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მნიშვნელოვანი თარიღი და ინფორმაცია, რომელსაც უნდა გაეცნოთ თუ აპირებთ კონფერენციაზე დასწრებას. 


 11 ოქტომბერი, 2025

სესიის წარდგენის ბოლო ვადა

გაიგეთ მეტი... (უნდა ჩამოიშალოს მეტი)

 

31 იანვარი, 2025

დაფინანსებაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა

გაიგეთ მეტი...

 

2 დეკემბერი, 2025

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა

გაიგეთ მეტი ...

 

30 აპრილი - 3 მაისი, 2025 

კონფერენციის თარიღი

 

კონფერენციის ოფიაციალური ენაა ინგლისური. ზოგიერთი სესია წარიმართება ქართულ ენაზე. 

 

ვიზის საჭიროების შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://www.geoconsul.gov.ge/en/HtmlPage/html/View?id=956  

 

მონაწილეებს გთხოვთ გამოცხადდეთ კონფერენციის ყველა ღონისძიებაზე ოფიციალური ყოველდღიური ჩაცმულობით. 

 

სტუმრების დასწრების პოლიტიკა

ღონისძიების ყველა აქტივობა (მათ შორის საგანმანათლებლო სესიები, კვება, საგამოფენო დარბაზი და ა.შ.) გათვალისწინებულია ექსკლუზიურად მხოლოდ რეგისტრირებული დამსწრეებისთვის. არარეგისტრირებული სტუმრები (მათ შორის ბავშვები, ოჯახის წევრები, კოლეგები და ა.შ.) არ დაიშვებიან ღონისძიების არცერთ ზონაში. რეგისტრაციისას მოწოდებული სამკერდე ნიშნები აუცილებელია ყველა ზონაში შესასვლელად და მკაცრად იქნება აღნუსხული.

 

პასუხისმგებლობა და დაზღვევა

გთხოვთ, არ დატოვოთ ჩანთები ან ჩემოდნები უყურადღებოდ ნებისმიერ დროს, სხდომათა დარბაზის შიგნით თუ გარეთ.

კონფერენციის სამდივნო და ორგანიზატორები ვერ იღებენ პასუხისმგებლობას მონაწილეთა კერძო საკუთრების დაკარგვას ან დაზიანებაზე.