23 აპრილი ჩვილების, ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა (WICAMHD)
ამ დღესთან დაკავშირებით მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა - Mental Health Center Gamma-ის განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი და დენვერის ადრეული ჩარევის გუნდის ხელმძღვანელი ნინო ნიკოლეიშვილი ესტუმრა თბილისის 61-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
საუბრის თემა იყო ფსიქიკური ჯანმრთელობა, მისი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა და მოზარდობის პერიოდის ყველაზე ხშირი მდგომარეობები.