23 აპრილი ჩვილების, ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა (WICAMHD)
ამ დღესთან დაკავშირებით მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა - Mental Health Center Gamma ფსიქოლოგები და ქცევითი თერაპევტები დიანა ცინარიძე, სალომე ბედინაძე და ნათია კაზეიშვილი, სენსორულ-ფიზიკური თერაპევტი მალო ჯიჯავაძე ესტუმრნენ ბათუმის სკოლების მე-9 და მე-10 კლასელებს.
საუბრის თემა იყო ფსიქიკური ჯანმრთელობა, მისი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა და მოზარდობის პერიოდის ყველაზე ხშირი მდგომარეობები.