ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია (ბმა) არის პროფესიული გაერთიანება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის გაუმჯობესებას და კვლევების წარმოებას.
მიზნის შესაბამისად ბმა:
- ხელს უწყობს და აწარმოებს კვლევებს ბავშვთა და მოზარდთა მენტალური დარღვევების გამომწვევ მდგომარეობათა აქტუალურ საკითხებზე;
- ატარებს რეგულარულ შეხვედრებს, კონფერენციებსა და ტრენინგებს, აქვეყნებს სახელმძღვანელოებს, გაიდლაინებსა და რეკომენდაციებს ბავშვთა და მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევ მდგომარეობათა სხვადასხვა საკითხების შესახებ ცოდნისა და ინფორმირების ამაღლების მიზნით;
- ხელს უწყობს საქართველოში მოქმედ, ამ სფეროში ჩართულ ორგანიზაციათა ურთიერთთანამშრომლობას; ამყარებს კავშირებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
- ხელს უწყობს ბავშვთა და მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების დიაგნოსტიკასა და მართვაში ეთიკური და სამეცნიერო მაღალი სტანდარტების დანერგვას;
- ეწევა სფეროში ჩართული სპეციალისტების ადვოკატირებას.
ბმა არის საერთაშორისო ორგანიზაციის (The International Association for Child and Adolescent Psychiatry and Allied Professions - IACAPAP) სრული წევრი: https://iacapap.org/membership/full-members.html
ჩვენი ორგანიზაცია ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.