START პროექტის ვორკშოპი
ივნი 06, 2025 / სამეცნიერო / 158  

START პროექტის ვორკშოპი

6 ივნისს შედგა პროექტის:

START: გზამკვლევი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ენობრივი განვითარების დარღვევის მქონე ბავშვების იდენტიფიცირების, შეფასებისა და მხარდაჭერისთვის - START: Roadmap to Identify, Assess, and Support Children with Developmental Language Disorder in Low- and Middle-Income Countries

გუნდის ვირტუალური შეხვედრა-ვორკშოპი ენობრივი განვითარების დარღვევის (DLD-ის) რეფერალის, ამოცნობის, შეფასების, დამატებითი რისკ-ფაქტორების, ტერმინოლოგიის და ნიშნების შესახებ.

პროექტის ხელმძღვანელი თამარ კალანდაძე ერთვებოდა ნორვეგიიდან, კვლევის ასისტენტი მარიამ მებურიშვილი პორტუგალიიდან, ხოლო დანარჩენი წევრები მაია გაბუნია, სალომე ჭყონია და თამარ ჩოჩიშვილი თბილისიდან.

შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპებიც.

პოპულარული ჩანაწერები