#WICAMHD2025
ივნი 04, 2025 / სამეცნიერო / 12  

#WICAMHD2025

#WICAMHD2025
#WICAMHD
#IACAPAP
23 აპრილი ჩვილების, ბავშვების და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა (WICAMHD)

გეპატიჟებით მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას ეზოში (თბილისი, პატარძეულის ქ. 55) 24 აპრილს, ხუთშაბათს 16:00-ზე ბავშვების ნამუშევრების ღია გამოფენასა და კონცერტზე.

ბავშვები და მოზარდები შეადგენენ მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვობის პერიოდის არასასურველი გამოცდილება გავლენას ახდენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მთელი სიცოცხლის მანძილზე. ფსიქიკური აშლილობის უმეტესობა ვითარდება ბავშვობასა და მოზარდობაში (25 წლამდე). ფსიქიკურ აშლილობათა პრევალენტობა მოზარდებში მზარდია და უფრო მაღალია, ვიდრე ზრდასრულებში. პრობლემის გააზრების საჭიროებამ და ფართო საზოგადოების ინფორმირების გაუმჯობესების აუცილებლობამ განაპირობა ამ დღის დაწესება.

ჩვილთა, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის (WICAMHD) ამოცანებია:

- გაუმჯობესდეს საზოგადოების ინფორმირებულობა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ;
- შეიქმნას ცოდნა და კომპეტენცია ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის და შემცირდეს ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული სტიგმა;
- გაუმჯობესდეს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ აშლილობათა დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია საერთაშორისო თანამშრომლობის გზით;
- მწირი რესურსების ქვეყნებში გაიზარდოს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების რაოდენობა.

ჩვენი ღონისძიებები:

ჩვილების, ბავშვებისა და მოზარდების მენტალური ჯანმრთელობის კვირეულის აღსანიშნავად ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია მენტალურ ჯანმრთელობის ცენტრ გამმასთან ერთად გეგმავს რამდენიმე აქტივობას:

- თბილისის და ბათუმის სკოლებში მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს მოსწავლეებთან და პედაგოგებთან;
- 24 აპრილს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას ეზოში (თბილისი, პატარძეულის ქ. 55) 16:00-ზე გაიმართება ბავშვებისა და მოზარდების ნამუშევრების ღია გამოფენა და კონცერტი, სადაც ყველას გეპატიჟებით.

პოპულარული ჩანაწერები

ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვება

ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვება

ჩვენმა ასოციაციამ (ბმა-მ) მაღალი ქულებით მოიგო კონკურსი!სამეცნიერო კვლევის თემაა: “ენობრივი განვითარების დარღვევის იდენტიფიცირება ქართულენოვ...

START პროექტის ვორკშოპი

START პროექტის ვორკშოპი

6 ივნისს შედგა პროექტის:START: გზამკვლევი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ენობრივი განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებ...