პროექტის FR-24-7733 პირველი შეხვედრა
ივნი 04, 2025 / სამეცნიერო / 8  

პროექტის FR-24-7733 პირველი შეხვედრა

21 მარტს შედგა პირველი პირისპირ შეხვედრა 2025 წელს დაწყებული კვლევების ხელმძღვანელის, თამარ კალანდაძის, ქართველ კოლეგებთან. ორივე კვლევა:

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი-ის პროექტის FR-24-7733: "ენობრივი განვითარების დარღვევის იდენტიფიცირება ქართულენოვან ბავშვებში"

და

ავსტრალიური The DLD Project-ის: "START - გზამკვლევი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ენობრივი განვითარების დარღვევის მქონე ბავშვების იდენტიფიცირების, შეფასებისა და მხარდაჭერისთვის"

ტარდება ენობრივი განვითარების პრობლემების შესახებ ქართველ ბავშვებში და მათი მიზანია გააუმჯობესოს ამ ბავშვებისთვის საჭირო სერვისები და შექმნას ახალი ცოდნა, რომელიც გამოსადეგი იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის.

სპეციალურად ამ შეხვედრისა და კვლევის ფარგლებში საპილოტე ინტერვიუების ჩასატარებლად ნორვეგიიდან ჩამოვიდა ქალბატონი თამარ კალანდაძე (კვლევის ხელმძღვანელი), ნორვეგიაში, ოსტფოლდის უნივერსიტეტის კოლეჯის სპეციალური განათლების, განვითარების მეცნიერებისა და ნეიროგანვითარებითი მდგომარეობების მიმართულების ასოცირებული პროფესორი; ღია- და მეტა-მეცნიერების (Open Science and Metascience) სპეციალისტი, ჟურნალ ,,Infant and Child Development" და PCI Registered Reports თანარედაქტორი.

კვლევების ქართული გუნდის წევრები არიან: მაია გაბუნია, მედიცინის დოქტორი, კვლევის კოორდინატორი; კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების მაგისტრანტები: თამარ ჩოჩიშვილი, მარიამ მებურიშვილი და კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების მაგისტრი სალომე ჭყონია.

პოპულარული ჩანაწერები

ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვება

ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვება

ჩვენმა ასოციაციამ (ბმა-მ) მაღალი ქულებით მოიგო კონკურსი!სამეცნიერო კვლევის თემაა: “ენობრივი განვითარების დარღვევის იდენტიფიცირება ქართულენოვ...

START პროექტის ვორკშოპი

START პროექტის ვორკშოპი

6 ივნისს შედგა პროექტის:START: გზამკვლევი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ენობრივი განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებ...